ჭადრაკი

17:03 | 2.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

4 ქართველი მსოფლიოს ჩემპიონატზე

9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი 2012 წლის ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელსაც 33 ქვეყნის წარმომადგენელი 64 მონაწილე ეყოლება, ქართველი მოჭადრაკე კი მათ შორის ოთხია: ნინო ხურციძე (2428), ბელა ხოტენაშვილი (2504), ლელა ჯავახიშვილი (2455) და სოფიკო ხუხაშვილი (2383).
უკვე ცნობილია, რომ პირველ რაუნდში ხოტენაშვილი კუბელ მარიცა არიბას რობაინას (2273) ეთამაშება, ხუხაშვილი – სომეხ ელინა დანიელიანს (2476), ჯავახიშვილი – რუს ანასტასია ბოდნარუკს (2415), ხოლო ხურციძე – ბერძენ ელენა დემბოს (2454).
ნოკატ-სისტემით დაგეგმილი ტურნირის პირველი რაუნდის პარტიები 10 და 11 ნოემბერს შედგება, საჭიროების შემთხვევაში კი, ტაი-ბრეიკები 13-ში ჩატარდება. სულ ჩემპიონის გამოსავლენად 6 რაუნდი იქნება საჭირო, ფინალში კი მონაწილეები ოთხ პარტიას ჩაატარებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 450 ათასი დოლარია, უმთავრესი ფავორიტები კი მოქმედი ჩემპიონი იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2606) და გასული მსოფლიოს პირველობის ფინალისტი ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2610) არიან.

0.066977