კატალონიის “ბარსელონას” ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა აღიარა, რომ 2012 წელს ახლოს იყო ტურინის “იუვენტუსში” გადასვლასთან, თუმცა ბრენდან როჯერსთან საუბრის შემდეგ, “ენფილდზე” დარჩენა ამჯობინა.
“როჯერსს ჩემთან საუბარი უნდოდა, რადგან “იუვენტუსზე” ვფიქრობდი. მან ესპანურად მელაპარაკა, მითხრა, რომ “ლივერპულში” ჩემზე აპირებდა თამაშის აწყობას და დავრჩენილიყავი”, - განაცხადა სუარესმა.
ლუის სუარესი “ლივერპულში” 2011-2014 წლებში თამაშობდა და გუნდის შემადგენლობაში 107 თამაშში 69 გოლი გაიტანა. წელს კი მან “კატალონიის” ბარსელონას” მიაშურა, რომლის რიგებშიც დებიუტი სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა.