ფეხბურთი

18:30 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბას ამბიციები მოეძალა

ტურინის “იუვენტუსის” და საფრანგეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა იტალიურ მედიას ესაუბრა.

პოგბას განცხადებით, მას სურს, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს, ისეთი, როგორიც აქამდე არავინ ყოფილა.

“დღითიდღე უნდა გავაგრძელო პროგრესი, რათა მოვიგო ბევრი ტიტული და გავხდე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ამისთვის საჭიროა რთული გზის გავლა და თავდაუზოგავი ვარჯიში. მიზნის მიღწევაში ერთადერთი რაც ხელს შემიშლის, ეს ჩემი თავია” – განაცხადა პოგბამ.

პოლ პოგბამ საფეხბურთოკარიერა “ჰავრში” დაიწყო, საიდანაც მან ალექს ფერგიუსონის ყურადღება მიიპყრო და “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდა, თუმცა მწირი სათამაშო დროის გამო ნისლიანი ალბიონი 2012 წელს დატოვა და ტურინს მიაშურა. “იუვენტუსში” პოგბამ თავისი შესაძლებლობები ადვილად წარმოაჩინა.

პოლ პოგბა 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო 2014 წელს იგივე ასაკში მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

0.102995