ამერიკელი მოდელი ეშლინ კორეი ისეთი ქალია, მის სანახავად ოკეანის გადალახვაზეც რომ დათანხმდებოდა კაცი. მაგრამ სამწუხაროდ 21-ე საუკუნეში ასეთი გმირობებისათვის მხოლოდ ოკეანის გადალახვა არ კმარა და ვიზაჩარტყმული პასპორტის გარდა, ცოტა გამართლებაცაა საჭირო.
ამ ჩვენს ეშლინს თურმე ევროპული ფეხბურთი ყვარებია ნამეტნავად და იმის გამო, რომ ჯილაგით (დედის ნათესაური ხაზით) ჭეშარიტი პორტუგალიელია, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს მთელი მონდომებით ქომაგობს. ამერიკაში გაზრდილი გოგონასგან (თუნდაც დედის მხრიდან პორტუგალიელი იყოს) ეს ცოტა უცნაურია.
ეშლინ კორეი ამბობს, რომ დარწმუნებულია პორტუგალიის ნაკრების ნათელ მომავალში და იმისაც სჯერა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც ზღვისპირელები რაიმე დიდ ჯილდოს ჩაიხუტებენ. ამის შემოწმებას რა უნდა ჩემო ბატონო. აგერ ვართ ჩვენ და აგერაა პორტუგალია...