ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი და მისი ცოლი, ყოფილი მოდელი ალექს კურანი შესაძლებელია მრავალსერიანი ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირები გახდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ჯერარდის ცოლმა ამცნო.
როგორც ალექს კურანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ქმრისგან ჯერ თანხმობა არ მიუღია, მისი აზრით საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შემოთავაზება მიიღეს და სტივის ცოლი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მსახიობობას თავს ორივე კარგად გაართმევს.
”რა თქმა უნდა პროფესიონალი მსახიობები არ ვართ, მაგრამ სხვადასხვა სახის სარეკლამო თუ საქმელმოქმედო კლიპებში არაერთხელ მიგვიღია მონაწილეობა და კამერასთან მუშაობა ძალიან კარგად ვიცით.Aსერიალი დეტექტიური შინაარსის იქნება და ეს პირადად ჩემთვის დამატებითი სტიმულია” – ამბობს ჯერარდის ცოლი.