თამაშგარე

10:53 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერიკ კანტონას ეროტიკული ვნებანი

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ერიკ კანტონა, უკანასკნელ პერიოდში კინომატოგრაფიით სერიოზულად დაინტერესდა და რამდენიმე ისეთ ფილმშიც კი მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც შემდგომში სხვადასხვა კონოფესტივალებზე აღიარება ჰპოვეს.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგი ფეხბურთელი ეროტიკულ ფილმში მიიწვიეს და ეს უკანასკნელიც ამ შემოთავაზებას დასთანხმდა. ფილმი სახელად “ულაყი” სექსის სცენებით იქნება გაჯერებული და როგორც პროდიუსერები ამბობენ, ამ ფილმში ორგიის სცენებიც კი უნდა იყოს.

ერიკ კანტონა ამბობს, რომ მისთვის ასეთი ტიპის ფილმში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დიდი ხანი იფიქრა სანამ შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმდებოდა. “კანტოს” აზრით, ეროტიკულ ფილმსაც თავისი “მუღამი” აქვს და დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფერს კარგად ჩაუღრმავდება. ისე, ჩაღრმავება იცოცხლეთ, მართლაც რომ საჭირო იქნება...

0.151519