ბრმა უნდა იყო კაცი, გერმანელი მოდელის, ელენა ბარტელსის სილამაზე და სიკისკისე რომ არ შეამჩნიო და ამ ყველაფერმა რომ არ აღგაფრთოვანოს. ალბათ სწორედ ეს აღფრთოვანება იყო მიზეზი იმისა, რომ ელენას გერმანული საფეხბურთო კლუბის, ბრემენის “ვერდერის” მესვეურები ეწვივნენ და თანამშრომლობა შესთავაზეს.
კლუბსა და მოდელს შორის თანამშრომლობა ძირითადად იმაში იქნება გამოხატული, რომ კლუბის საიუბილეო ღონისძიებებზე ელენა ბერტელსი “ვერდერის” მაისურითა და სხვა ამუნიციებით გამოცხადდება და ამ გზით გააპიარებს ბრემენული გუნდის საკლუბო ბრენდებს.
ბოლო წლებში საფეხბურთო კლუბების შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ, მაისურებისა და სხვა აქსესუარების გაყიდვა იქცა. ყველა კლუბი ცდილობს ამ კუთხით ერთმანეთს არ ჩამორჩეს და ბრემენელებსაც მონდომებიათ ფულის შოვნა, რისი შანსიც ნამდვილად აქვთ. აბა ასეთი ლამაზი სარეკლამო სახე რომ გეყოლება, ვისზე ნაკლები იქნები...