ესპანეთის თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალმა“ „სოსიედადი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
კარლო ანჩელოტის გუნდი მე-19 წუთზე ენდრიკის გოლით დაწინაურდა, დარჩენილ დროში კი, ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და გაიმარჯვა.
საპასუხო მატჩი მადრიდში პირველ აპრილს გაიმართება და ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.