ფეხბურთი

13:37 | 19.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი მადრიდის „რეალში" რეკორდულ ტიტულს გამოეხმაურა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გუნდის ხელმძღვანელობისას საკუთარ რეკორდულ გამარჯვებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში მადრიდის „რეალმა" მექსიკური „პაჩუკა“ დაამარცხა (3:0).

„რეალთან“ ერთად 15 ტიტული წარმოუდგენელი შედეგია! გულწრფელად მიხარია და ვამაყობ ამ წარმატებით. მატჩი იოლი არ იყო: მოულოდნელი მეტოქე, თამაში შუა კვირაში... ეს ტრიუმფი ფანტასტიკური, მაგრამ ასევე რთული, განსაცდელებითა და ტრავმებით სავსე წლის კულმინაციაა. ამაზე უკეთესი გზა 2024 წლის დასასრულებლად არ არსებობს! მაგრამ, როგორც ჩვეულებრივ „რეალშია,“ ჩვენ უკვე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გავხადოთ 2025 წელი კიდევ უფრო ნათელი“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალში“ 2021 წლიდან მუშაობს. თავის პირველი მისვლისას ის გუნდს 2013 წლიდან 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში იტალიელმა სპეციალისტმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. გარდა ამისა, ანჩელოტიმ მოიგო ორი ესპანეთის თასი, ორი ესპანეთის სუპერთასი, სამი უეფას სუპერთასი, ერთი საკონტინენტთაშორისო თასი და ორი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.

0.124089