31 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა სამშობლოში გააგრძელოს. როგორც ცნობილი ხდება მისი დამატებით "მარსელია" დაინტერესებული.
აღნიშნულ ინფორმაციას RMCSport-ი ავრცელებს. წყაროს თქმით "მარსელსა" და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
შეგახსენებთ, რომ ლოზანის სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 31 წლის ფრანგს უფლება აქვს ვარჯიშს 2025 წლის იანვარში დაუბრუნდეს, თამაში კი მარტიდან შეუძლია. ბოლოს პოგბა მოედანზე 2023 წლის 3 სექტემბერს გავიდა.