ფეხბურთი

1:45 | 6.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" იტალიის თასიდან გავარდა, ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია (+VIDEO)

„ნაპოლი“ იტალიის თასს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. ანტონიო კონტეს გუნდი სტუმრად „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ კონტემ ძირითადი შემადგენლობა მთლიანად გადაახალისა და გუნდის ლიდერები დაასვენა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც მატჩის ბოლომდე თადარიგში იყო.

მატჩის გმირი ტიჯანი ნოსლინი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და „ლაციო“ მეოთხედფინალში გაიყვანა. ნეაპოლელთა ერთადერთი გოლი ჯოვანი სიმეონეს აქტივშია, რომელმაც 36-ე წუთზე, იმ დროისთვის, ანგარიში გაათანაბრა (1:1), თუმცა, ეს „აძურის“ არ ეყო.

ამრიგად, „ნაპოლის“ სეზონის ბოლომდე მხოლოდ სერია A-ს მატჩები ელოდება წინ, რადგან თასიდან გავარდა, ხოლო ევროტურნირებზე არ ასპარეზობს.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 8 დეკემბერს, ისევ „ლაციოსთან“ გამართავს, ოღონდ ამჯერად სერია A-ს ეგიდით და საკუთარ მოედანზე.

„ლაციო“ – „ნაპოლი“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 ნოსლინი (32), 1:1 სიმეონე (36), 2:1 ნოსლინი (41), 3:1 ნოსლინი (50)

0.155998