ფეხბურთი

17:00 | 3.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხესე: "არ ვიცი, ალ-ხელაიფს ჩემი ცოლი ერჩივნა თუ მე"

ესპანელმა ფეხბურთელმა ხესე როდრიგესმა პსჟ-ს გატარებული კარიერის წარუმატებელი პერიოდი გაიხსენა.

მან თქვა, რომ გუნდიდან მოულოდნელად გაუშვეს და პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფს მისი დანახვაც არ სურდა:

„პსჟ-ში რომ გადავედი, პირველივე მატჩში გამარჯვების მომტანი საგოლე პასი გავაკეთე. შემდეგ იყო ტრავმა და რამდენიმე კვირა გამოვტოვე. იანვარში, მოულოდნელად მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი. პრეზიდენტს (ნასერ ალ-ხელაიფი - რედ) ჩემი დანახვაც კი არ უნდოდა. არ ვიცი, ჩემი ცოლი ერჩივნა თუ მე, ჩემთვის არაფერი აუხსნიათ გუნდიდან ისე გამიშვეს“, - თქვა ხესემ.

შეგახსენებთ, რომ ხესე როდრიგესი პსჟ-ს 2016 წელს „რეალიდან“ შეუერთდა. ის ფრანგულ გუნდს 2021 წლამდე ეკუთვნოდა და ამ პერიოდში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა (2 გოლი), თუმცა ოთხი წლის განმავლობაში „ლას პალმასში“, „სტოკში“, „ბეტისსა“ და „სპორტინგში“ იყო განათხოვრებული.

თეგებიხესეპსჟ
0.112232