ტურინის „იუვენტუსის“ ტექნიკურმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ უპასუხა კითხვას, „ბიანკონერის" მცველისა და კაპიტნის, დანილოს „ნაპოლიში“ შესაძლო გადასვლის შესახებ.
„არა გვისაუბრია დანილოსთან ან „ნაპოლისთან.“ ის ჩვენი კაპიტანია და გვიხარია, რომ გუნდში შევინარჩუნებთ. იანვარში ცენტრალური მცველების გაყიდვას არ ვგეგმავთ - პირიქით ახლის გაფორმებას ვგეგმავთ“, - ციტირებს ჯუნტოლის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელებში.
მიმდინარე სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.