ფეხბურთი

22:57 | 24.11.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" სერია A-ში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა

იტალიის სერია A-ში „ნაპოლიმ“ პირველი ადგილი მე-13 ტურის შემდეგაც შეინარჩუნა, რადგან „რომა“ დაამარცხა და კონკურენტებს გადასწრების საშუალება არ მისცა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდი უპირატესობას ფლობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, რომელმაც ჯოვანი დი ლორენცოს პასის მერე ცარიელ კარში ადვილად შეაგდო.

საგოლე შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, რომელმაც დი ლორენცოს მაგარი პასი გაუკეთა და მერე შეტევაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. კვარას ორჯერ შეეძლო გატანა, მატჩის პირველივე წუთზე თავით არაზუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ ჯარიმა შეასრულა, თუმცა, ბურთი კარს ასცდა.

„რომა“ თითქმის მთელი თამაში უშანსოდ იყო, მხოლოდ ბოლოსკენ გამოფხიზლდა, მაგრამ ეს მატჩის გადასარჩენად ცხადია, საკმარისი არ იყო.

ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ნაპოლი“ 29 ქულით ლიდერობს სერია A-ს, შემდეგ მოდიან „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“, რომლებსაც 28-28 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ანტონიო კონტეს გუნდი პირველ დეკემბერს, „ტორინოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

"ნაპოლი" - "რომა" 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ლუკაკუ (54)

0.156719