სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

13:20 | 4.10.2024 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონატების რეიტინგი განაახლა, ეროვნული ლიგა მხოლოდ ექვს ჩემპიონატს უსწრებს

ევროთასების მორიგი საშეჯიბრო ტურის დასრულების შემდეგ უეფამ ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი განაახლა.

პირველ ადგილზე ისევ ინგლისის პრემიერლიგაა, თანაც ძალიან დამაჯერებლად. მეორე პოზიციას იტალიის სერია A იკავებს, რომელმაც ამ კვირაში ესპანურ ლა ლიგასთან უპირატესობა გაზარდა, რომელსაც თავის მხრივ გერმანიის ბუნდესლიგაც მიუახლოვდა.

ჩემპიონატების უეფას რეიტინგი:

1. პრემიერლიგა (ინგლისი) – 89.017 ქულა

2. სერია A (იტალია) – 77.731

3. ლა ლიგა (ესპანეთი) – 72.275

4. ბუნდესლიგა (გერმანია) – 70.535

5. ლიგა 1 (საფრანგეთი) – 57.950

6. ერედივიზიონი (ნიდერლანდები) – 54.566

7. პრიმეირა ლიგა (პორტუგალია) – 50616

8. ჟუპილერ ლიგა (ბელგია) – 45.200

9. ფორტუნა ლიგა (ჩეხეთი) – 39.250

10. სუპერლიგა (თურქეთი) – 37.300

საქართველოს ეროვნული ლიგა უეფას რეიტინგში 6.625 ქულით 49-ე ადგილზეა და მხოლოდ უელსის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბელარუსის, ანდორის, გიბრალტარის და სან მარინოს ჩემპიონატებს უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12156