ფეხბურთი

23:00 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "კოლხეთს" ვერ მოუგო, "იბერიამ" - "თელავს"

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მეორე სათამაშო დღეს, ორი მატჩი გაიმართა, რომლებსაც გამარჯვებული არ ჰყოლია.

„დინამო ბათუმმა“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა, რომელსაც ვერაფერი დააკლო და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. ანდრეი დემჩენკოს გუნდი აგრძელებს სუსტად თამაშს და კრიზისს თავს ვერ აღწევს.

„დინამო ბათუმი“ 32 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „გაგრას“ დაუპირისპირდება. ფოთის „კოლხეთი“ 21 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს და მომდევნო ტურში „სამტრედიას“ ეთამაშება.

თბილისის „იბერიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და ბოლო ოთხ ტურში პირველი ქულა მოიპოვა. 70-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ სიდიკი ტრაორეს გოლით, რასაც მასპინძლებმა 15 წუთში ლადო ოდიშვილის ავტოგოლით უპასუხეს და ფრე 1:1.

„იბერია“ 33 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო მატჩი კონფერენს ლიგაზე „ბაშაკშეჰირთან“ ელოდება, ხოლო „თელავი“ 18 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი, „დინამო თბილისთან“ ჩაატარებს.

0.114277