ფეხბურთი

11:05 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" დანიელი მეკარის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია, მამარდაშვილის ვარიანტი გამოირიცხა

ლონდონის „ჩელსი“ „ვილიარეალის“ მეკარეს, ფილიპ იორგენსენს დაიმატებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია.

იორგენსენის სანაცვლოდ ესპანური კლუბი 25 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დანიელი ინგლისელებთან კონტრაქტს 2030 წლამდე გააფორმებს. ასე რომ, „ჩელსიში“ გიორგი მამარდაშვილის გადასვლა ამ ზაფხულს გამოირიცხა, რადგან ლონდონელებმა იორგენსენის ტრანსფერი ამჯობინეს.

ფილიპ იორგენსენს „ვილიარეალში“ 36 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო დანიის ეროვნულ ნაკრებში 22 წლის მეკარეს ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

0.116606