ფეხბურთი

16:52 | 3.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

წინ ჯერ ერთა ლიგის B დივიზიონია, შემდეგ მუნდიალის შესარჩევი

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერა, თუმცა ეს ტურნირი ჩვენთვის უკვე წარსულის ტკბილი მოგონებაა.

ორ თვეში ვილი სანიოლის გუნდს უკვე ერთა ლიგა ელოდება, რომელიც ახალი გამოწვევაა, რადგან პირველად ამ ტურნირის ისტორიაში ჩვენი ნაკრები B დივიზიონში გამოვა.

ჯგუფი საკმაოდ რთული და დაბალანსებულია - საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, ჩეხეთი და ალბანეთი იქნებიან. სამივე ნაკრები თამაშობდა ევროპის ჩემპიონატზე და სამივე ჯგუფში ჩარჩა.

მეტიც, ჩეხეთის ნაკრებთან ევრო 2024-ზე თამაში მოგვიწია და ჰამბურგში გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:

საქართველო - ჩეხეთი (I ტური, 7 სექტემბერი)

ალბანეთი - საქართველო (II ტური, 10 სექტემბერი)

უკრაინა - საქართველო (III ტური, 11 ოქტომბერი)

საქართველო - ალბანეთი (IV ტური, 14 ოქტომბერი)

საქართველო - უკრაინა (V ტური, 16 ნოემბერი)

ჩეხეთი - საქართველო (VI ტური, 19 ნოემბერი)

ერთა ლიგის ამ გათამაშებას გავლენა ექნება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად.

მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება, შესაბამისად, ჯგუფი ჯერ უცნობია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა ჯამში 48-მდე გაიზარდა, მაგრამ კონკრეტულად უეფას კვოტა მცირედით გაეზარდა და ევროპიდან 16 ნაკრები გავა მუნდიალზე.

შესარჩევ ეტაპზე 12 ჯგუფი იქნება, რომლის გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ ფინალურ ეტაპზე, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას, მათ პლეი-ოფში შეუერთდება ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო 4 ნაკრები.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი 2025 წლის მარტში დაიწყება და იმავე წლის ნოემბერში დასრულდება, ხოლო 2026 წლის მარტში პლეი-ოფის ნახევარფინალები და ფინალები გაიმართება.

0.115279