გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ მის რჩეულთა შორის 27 ფეხბურთელია, მათ შორის 4 მეკარე. ნაგელსმანმა უკვე დაადასტურა, რომ ევრო 2024-ზე ოთხ მეკარეს და მინდვრის 22 მოთამაშეს წაიყვანს. შესაბამისად, 7 ივნისამდე, როცა განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა, სიას ერთი ფეხბურთელი გამოაკლდება, თუმცა ის არ იქნება მეკარე.
„ბუნდესნაკრებში“ რამდენიმე ცნობილი სახე ვერ მოხვდა - მატს ჰუმელსი, იულიან ბრანდტი, ემრე ჯანი, კარიმ ადეიემი, ლეონ გორეცკა, იონას ჰოფმანი და იან-ნიკლას ბესტე სამშობლოში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ. ტრავმის გამო ევრო 2024-ს გამოტოვებს სერჟ გნაბრი.
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ალექსანდერ ნუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
მცველები: ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიფციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელშტადტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბერკი (დორტმუნდი), ჯონათან ტაა (ლევერკუზენი)
ნახევარმცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდერ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი)
თავდამსხმელები: მაქსიმილიან ბაიერი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), კაი ჰავერცი (არსენალი), თომას მიულერი (ბაიერნი), დენის უნდავი (შტუტგარტი)
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ზე მასპინძლის რანგში ითამაშებს, ჯგუფურ ეტაპზე კი, შოტლანდიის, შვეიცარიისა და უნგრეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.