ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა, რომელიც 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ბუკაიო საკამ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევარში ლეანდრო ტროსარმა და დეკლან რაისმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
„არსენალს“ 36 ტურის შემდეგ 83 ქულა აქვს და 4 ქულით უსწრებს „მანჩესტერ სიტის“, მაგრამ პოტენციური ლიდერი მაინც პეპ გვარდიოლას გუნდია, რომელსაც ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.