კალათბურთი

11:36 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" სერიაში ანგარიში შეამცირა, ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

NBA-ს მერვედფინალურ სერიაში „ორლანდო მეჯიქმა“ „კლივლენდ კავალიერსთან“ ჩამორჩენა შეამცირა.

სერიის მესამე შეხვედრა ორლანდოელებმა შინ 121:83 მოიგეს. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და მოგება არ გასჭირვებიათ.

საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელმაც 29 წუთში 31 ქულა, 14 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, ხოლო ფრანც ვაგნერის აქტივში 16 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი აღმოჩნდა.

გოგა ბითაძეს თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ 5 წუთით მიეცა, მან კი, გუნდს 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

სერიაში წინ ისევ „კლივლენდია“ (2:1), მეოთხე მატჩი კი, 27 აპრილს, ორლანდოში გაიმართება.

0.12026