UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლას გამოეხმაურა.
თოფურიამ ინსტაგრამ სთორიში ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტის ვიდეო განათავსა და დაწერა: „გამარჯვებაში ეჭვიც არ მეპარებოდა. დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდანაც გავალთ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.