ფეხბურთი

0:27 | 27.03.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024: მაშ ასე, 18 ივნისს დორტმუნდში, საღამოს 8 საათზე: თურქეთი - საქართველო

საქართველოს ნაკრები პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. პირველ ისტორიულ მატჩს ჩვენებურები 18 ივნისს გამართავენ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე.“ თამაში თბილისის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება. ჯგუფის სრული კალენდარი კი ასეთია:

F ჯგუფი

თურქეთი, საქართველო, პორტუგალია, ჩეხეთი

18 ივნისი. დორტმუნდი. 20:00. თურქეთი - საქართველო

18 ივნისი. ლაიპციგი. 23:00 პორტუგალია - ჩეხეთი

22 ივნისი. ჰამბურგი. 17:00 საქართველო - ჩეხეთი

22 ივნისი. დორტმუნდი. 20:00. თურქეთი - პორტუგალია

26 ივნისი. ჰამბურგი. 23:00 ჩეხეთი - თურქეთი

26 ივნისი. გელზენკირხენი. 23:00 საქართველო - პორტუგალია

0.116764