სხვა

18:34 | 20.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატს ჩაეხსნა

ლაშა ტალახაძე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ჩაეხსნა, ინფორმაცია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაც ოფიციალურად დაადასტურა.

ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელოდა, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება. ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა.

0.127531