ფეხბურთი

13:02 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ გოლი ჯერ ვერ გავიტანე"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ უგოლო სერიის გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ არ ნერვიულობს, რადგან იცის, რომ გოლის დროც მოვა.

„ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჯერ გოლი არ გამიტანია, მაგრამ არ ვნერვიულობ, ვიცი, რომ გოლის დროც მოვა. რა თქმა უნდა, 6 თვის უთამაშებლობის შემდეგ ცოტა დრო მჭირდება. ნეკნების ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ ეს შანსი უნდა გამოვიყენო. მიხარია, რომ დიდიეს საგოლე პასი გავუკეთე, ვცდილობთ, ვარჯიშებზე ერთმანეთს გავუგოთ. იმედი მაქვს, რომ ამ უიქ-ენდზე გოლს გავიტან“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „მეცი“ 18 თებერვალს, სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

0.112821