„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მოედანზე დაბრუნდა და 5-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.
ბელგიელი ინგლისის ასოციაციის თასზე „ჰადერსფილდის“ წინააღმდეგ გამოჩნდა მოედანზე შეცვლაზე და საგოლე პასიც მიითვალა, მისმა გუნდმა კი 5:0 მოიგო.
დე ბრუინმა ტრავმა 11 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველ ტურში „ჰალ სიტისთან“ მიიღო და მას შემდეგ 149 დღის განმავლობაში თამაშს ვერ ახერხებდა.