ფეხბურთი

18:23 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ახალი მფლობელის მთავარი მიზანი ოსიმენის ტრანსფერია

„მანჩესტერ იუნაიტედს“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურს. Sun-ის ინფორმაციით, ნიგერიელი „წითელი ეშმაკების“ ახალი მფლობელის, ჯიმ რეტკლიფის სამიზნეა, რომელმაც ორი დღის წინ მანჩესტერელთა აქციების 25% შეიძინა.

რეტკლიფმა პასუხისმგებლობა კლუბის სპორტულ მენეჯმენტზე აიღო, შესაბამისად, ტრანსფერებში ფულის ჩადება მოუწევს და როგორც ჩანს, სამიზნეში ოსიმენი ამოიღო.

ნიგერიელმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ერთი წლით განაახლა, მაგრამ ეს არ არის გარანტი იმისა, რომ აუცილებლად კლუბში დარჩება და ზაფხულში სხვაგან არ გადავა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს „ლილიდან“ შეიძინა. მას შემდეგ მან 118 შეხვედრაში 67 გოლის გატანა მოახერხა.

0.358426