სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:55 | 21.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩეფერინი: "ფეხბურთი არ იყიდება, "ბარსელონას" და "რეალს" კი შეუძლიათ სუპერლიგაში ითამაშონ"

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის პროექტზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ფეხბურთი არ იყიდება, „რეალსა“ და „ბარსელონას“ კი შეუძლიათ ამ ტურნირში მარტო ითამაშონ.

„სუპერლიგის პროექტი არ არის დაფუძნებული სპორტულ დამსახურებებზე. ჩვენ ეს რამდენჯერმე ვთქვით და გვინდა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ფეხბურთი არ იყიდება. ჩვენ ერთიანი ვართ ასეთი ინიციატივის წინააღმდეგ, ჩვენს სამყაროს ამ შეტევებისგან დავიცავთ.

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სუპერლიგის პროექტი არ არის ღია, მაგრამ დახურულია. ჩვენ არასდროს არავისთვის არაფერი აგვიკრძალავს. მათ შეუძლიათ შექმნან ის, რაც უნდათ, მაგრამ ყველაფერი მარტივადაა - მაშინ ჩვენს ტურნირებში ვერ ითამაშებენ. იმედი მაქვს, სუპერლიგა დაიწყება მხოლოდ ორი კლუბით (რეალი და ბარსელონა - რედ). იმედი მაქვს, მათ იციან რას აკეთებენ, მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ“, - თქვა ჩეფერინმა.

უეფასა და სუპერლიგას შორის მორიგი ბრძოლა გაჩაღდა. ამ ეტაპზე სუპერლიგას ღიად მხარს მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ უჭერენ, მანამდე პროექტში „იუვენტუსიც“ იყო, მაგრამ ანდრეა ანიელის კლუბიდან წასვლის შემდეგ ტურინელთა პოზიციაც შეიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118218