ფეხბურთი

23:27 | 25.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ პრემიერლიგაში ისევ გალიდერდა

ინგლისური პრემიერლიგის მე-13 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „არსენალი“ „ბრენტფორდს“ ეწვია, 0:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი კაი ჰავერცმა გაიტანა 88-ე წუთზე. „მეთოფეებმა“ პირველი ნახევრის მიწურულსაც შეაგდეს ბურთი, მაგრამ ლეანდრო ტროსარს თამაგარეს მიზეზით არ ჩაუთვალეს.

ახლა „არსენალს“ 30 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. უახლეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 29 ქულა აქვს.

0.151153