ფეხბურთი

12:56 | 11.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "მესისთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი"

მიუნხენის "ბაიერნისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მასტან ერთად გუნდში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. ფეხბურთელის კომენტარს ესპანური ESPN-ი ციტორებს:

"სიამოვნებით ვითამაშებდი მესისთან ერთად. ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. დარწმუნებული ვარ, შეძლებდა ჩემთვის შესანიშნავი საგოლე პასების გაკეთებას და კარგი დუეტი ვიქნებოდით", - თქვა ინგლისის ნაკრების კაპიტანმა.

მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა "ბაიერნის" შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.115834