მადრიდის „რეალი“ მომავლისთვის საფუძველს უკვე აყალიბებს. ვინისიუსის, როდრიგოს და ედუარდო კამავინგას შემდეგ მადრიდელებმა კონტრაქტი ფედერიკო ვალვერდესაც გაუხანგრძლივეს.
ურუგვაელი ესპანურ გრანდში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი გამოსასყიდი ფასი კი 1 მილიარდი ევროა.
ფედერიკო ვალვერდემ „რეალში“ ორ-ორჯერ მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის თასი. 2018 წლიდან მან „რეალის“ მთავარ გუნდში 220 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა.