ფეხბურთი

15:32 | 8.11.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის სახლში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

სან პაულუში, ნეიმარის სახლში შეიარაღებული სამი პირი შეიჭრა, რომლებიც ფეხბურთელის ახალშობილი შვილის გატაცებას ცდილობდნენ.

დამნაშავეები სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც ნეიმარი და მისი მეუღლე ბრუნა ბიანკარდი შინ არ იყვნენ, მაგრამ მათ ადგილზე ბრუნას მშობლები დახვდნენ, რომლებიც სკამზე დააბეს.

ბრაზილიური მედიის ცნობით, ისინი ცდილობდნენ ნეიმარის შვილი ეპოვათ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბადა, რათა გაეტაცებინათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. საბოლოოდ, კრიმინალების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ერთ-ერთი მათგანი დააკავეს კიდეც, ხოლო დანარჩენი ორიდან ერთის ვინაობაც იციან.

თეგებინეიმარი
0.112008