ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ნაპოლის“ მატჩის პარალელურად სხვა შეხვედრებიც გაიმართა, სადაც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
ნეაპოლელთა ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ბრაგას“ აჯობა როდრიგოს და ჯუდ ბელინგემის გოლებით. მართალია, პორტუგალიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს და უქულოდ დარჩნენ. „რეალი“ სამი ტურის თავზე უდანაკარგოა, „ბრაგას“ 3 ქულა აქვს.
„ბრაგა“ – „რეალი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 როდრიგო (16), 0:2 ბელინგემი (61), 1:2 ჯალო (63)
„უნიონი“ – „ნაპოლი“ 0:1 (0:0)
გოლები: 0:1 რასპადორი (65)
1. | რეალი | 3 | 3 | 0 | 0 | 6 | 3 | 3 | 9 |
2. | ნაპოლი | 3 | 2 | 0 | 1 | 5 | 4 | 1 | 6 |
3. | ბრაგა | 3 | 1 | 0 | 2 | 5 | 6 | -1 | 3 |
4. | უნიონი | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 5 | -3 | 0 |
A ჯგუფში „ბაიერნმა“ სტამბოლში, „გალათასარაის“ მანამდე აჯობა, ახლა კი, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ როგორც იქნა მოიგო. თუმცა, ერიკ ტენ ჰაგის გუნდს, რომელიც ამ ტურამდე უქულოდ იყო, ძალიან გაუჭირდა დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენთან“. ერთადერთი და გამარჯვების გოლი 72-ე წუთზე ჰარი მაგუაირმა გაიტანა... თუმცა, ეს არ იქნებოდა ერთადერთი გოლი, რომ არა ანდრე ონანა, რომელმაც 97-ე წუთზე პენალტი მოიგერია და „მანჩესტერი“ მორიგი ფიასკოსგან იხსნა. ხოჭოლავას არ უთამაშია, ის ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და სკამზე იჯდა.
„ბაიერნს“ 9 ქულა აქვს და პრაქტიკულად გასულია ჯგუფიდან, „გალათასარაის“ 4, „მანჩესტერს“ 3 და „კოპენჰაგენს“ – 1.
„მანჩესტერი“ – „კოპენჰაგენი“ 1:0 (0:0)
გოლები: 1:0 მაგუაირი (72)
1. | ბაიერნი | 3 | 3 | 0 | 0 | 9 | 5 | 4 | 9 |
2. | გალათასარაი | 3 | 1 | 1 | 1 | 6 | 7 | -1 | 4 |
3. | მანჩესტერი | 3 | 1 | 0 | 2 | 6 | 7 | -1 | 3 |
4. | კოპენჰაგენი | 3 | 0 | 1 | 2 | 3 | 5 | -2 | 1 |
B ჯგუფში „არსენალმა“ „სევილიას“ სტუმრად აჯობა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო „ლანსი“ და პსვ ეინდჰოვენი დაზავდნენ. ამ ჯგუფში საინტერესო ვითარებაა, ოთხივე გუნდს აქვს შანსი, მაგრამ „არსენალი“ ალბათ პრობლემების გარეშე დაძლევს ჯგუფურ ეტაპზე.
„ლანსი“ - პსვ ეინდჰოვენი 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ბაკაიოკო (55), 1:1 ვაჰი (65)
„სევილია“ – „არსენალი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 მარტინელი (45), 0:2 გაბრიელ ჟეზუში (53), 1:2 გუდელი (58)
1. | არსენალი | 3 | 2 | 0 | 1 | 7 | 3 | 4 | 6 |
2. | ლანსი | 3 | 1 | 2 | 0 | 4 | 3 | 1 | 5 |
3. | სევილია | 3 | 0 | 2 | 1 | 4 | 5 | -1 | 2 |
4. | პსვ ეინდჰოვენი | 3 | 0 | 2 | 1 | 3 | 7 | -4 | 2 |
და ბოლოს, „სოსიედადი“, რომელმაც ლისაბონში „ბენფიკას“ სძლია და დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ. ბასკებს 7 ქულა აქვთ, როგორც „ინტერს“, „ზალცბურგს“ 3, ხოლო „ბენფიკამ“ განვლილ სამ ტურში არათუ ქულა ვერ მოიპოვა, გოლიც ვერ გაიტანა...
„ბენფიკა“ – „სოსიედადი“ 0:1 (0:0)
გოლები: 0:1 მენდესი (63)
1. | სოსიედადი | 3 | 2 | 1 | 0 | 4 | 1 | 3 | 7 |
2. | ინტერი | 3 | 2 | 1 | 0 | 4 | 2 | 2 | 7 |
3. | ზალცბურგი | 3 | 1 | 0 | 2 | 3 | 4 | -1 | 3 |
4. | ბენფიკა | 3 | 0 | 0 | 3 | 0 | 4 | -4 | 0 |