იტალიელი ჟურნალისტი ალესანდრო ბუდელი ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში გუნდის წინაშე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.
„კვარაცხელია სიახლე აღარ არის, მეტოქეები მას უფრო მეტად იცნობენ, მაგრამ მგონია, რომ შეტევაში, როდესაც ვიღაც არ არის, მაგალითად, ოსიმენი, ის უფრო გრძნობს გუნდის წინაშე პასუხისმგებლობას და ამიტომ, მოედანზე უფრო მეტს გასცემს“, - თქვა ბუდელმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრაში 3 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.