ამსტერდამის „აიაქსიდან“ მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი ოფიციალურად გაათავისუფლეს. კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2026 წლამდე იყო, მხარეებს შორის შეწყდა.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. მიზეზი ცხადია, წარუმატებელი შედეგებია, რომელიც ნიდერლანდურ გრანდს აქვს.
„მივედით დასკვნამდე, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა „აიაქსი“ დაბრუნდეს იქ, სადაც ყოფნას იმსახურებს, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე. მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერებს და ადამიანებს, ვისთანაც ერთად ვმუშაობდი. იმედი მაქვს, „აიაქსი“ მალე იპოვის“ თავის გზას“, - თქვა სტეინმა, რომელმაც კლუბი ზაფხულში ჩაიბარა.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ იქნება „აიაქსის“ ახალი მწვრთნელი და ვისთან მოუწევს მუშაობა გიორგი მიქაუტაძეს.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსს“ აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, ერედივიზიონში ბოლო 4 თამაში წააგო და 5 ქულით მე-17 ადგილზეა, ბოლოსწინა პოზიციაზე! ამსტერდამელებს მომდევნო ორი მატჩიც უმძიმესი აქვთ: ევროპა ლიგაზე „ბრაიტონთან“ და ერედივიზიონში პსვ-სთან.