ფეხბურთი

20:07 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მწვრთნელი: "იმედი მაქვს, არ გამათავისუფლებენ, რადგან ამ გუნდს პოტენციალი აქვს"

ამსტერდამის „აიაქსის“ მწვრთნელმა მორის სტეინმა „უტრეხტთან“ მარცხის (3:4) შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ არ გაათავისუფლებენ. როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, ამ გუნდში პოტენციალს ხედავს და მუშაობის გაგრძელება სურს.

„ძალიან შერეული გრძნობები მაქვს. გოლები ძალიან სამწუხარო და მოულოდნელ მომენტებში გავუშვით, ტაიმის ბოლოს და ტაიმის დასაწყისში. შემდეგ გუნდმა გამძლეობა გამოაჩინა და დავწინაურდით, მაგრამ მერე ისევ 2 გოლი გავუშვით.

ჩვენ საკუთარი თავის ჩამოყალიბების პროცესში ვართ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის ამ გუნდთან მუშაობა. ადრეც ვიყავი მსგავს სიტუაციაში, იმედი მაქვს, რომ არ გამათავისუფლებენ, რადგან ამ გუნდში ვხედავ საკმარის ძალას, 0:2-დან 3:2 დაწინაურება სწორედ ამაზე მიუთითებს. კიდევ თუ წავაგებთ, წარმოუდგენელი დარტყმა იქნება, მაგრამ მე კვირაში 24 საათი მხოლოდ „აიაქსით“ ვარ დაკავებული. თუ კლუბში მიიჩნევენ, რომ ჩემი გაშვება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ვინ ვარ მე, რომ ამას შევეწინააღმდეგო? შედეგების მიხედვით შეიძლება ეს მოხდეს, ამაზე კონტროლი მე არ მაქვს, კლუბის გადასაწყვეტია“, - თქვა სტეინმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსს“ აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, ერედივიზიონში ბოლო 4 თამაში წააგო და 5 ქულით მე-17 ადგილზეა, ბოლოსწინა პოზიციაზე! ამსტერდამელებს მომდევნო ორი მატჩიც უმძიმეს აქვთ: ევროპა ლიგაზე „ბრაიტონთან“ და ერედივიზიონში პსვ-სთან.

0.106877