რაგბი

1:00 | 22.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ აფრიკამ ინგლისს დრამატულ ბრძოლაში აჯობა და ფინალშია

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა ფინალშია და ტიტულის დასაცავად ითამაშებს.

„ქურციკებმა“ ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებს უდრამატულეს ბრძოლაში, 16:15 აჯობეს. „სტად დე ფრანსზე“ შეიძლება ნაკლებად სანახაობრივი, მაგრამ მართლაც ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, ორი უმაღლესი კლასის გუნდის შესრულებით, რომლებიც ფინალს იმსახურებდნენ.

უნდა ითქვას, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ინგლისის ნაკრები ლიდერობდა, რომელმაც პირველ ტაიმში 4 ჯარიმა მიითვალა, ოთხივე ოუენ ფარელმა, რასაც აფრიკელებმა ორი ჯარიმით უპასუხეს.

53-ე წუთზე ფარელმა არეკნით სხვაობა გაზარდა (15:6), მაგრამ ამის შემდეგ სამხრეთ აფრიკამ იგდო ხელთ უპირატესობა. ჯერ სნაიმანმა ლელო მიითვალა, რომელიც ანდრე პოლარდმა გარდასახა და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე სხვაობა შემცირდა - 15:13.

გადამწყვეტი კი, 78-ე წუთზე პოლარდის ჯარიმა იყო. სამხრეთ აფრიკა პირველად სწორედ ამ დროს დაწინაურდა და დარჩენილ ორ წუთში უპირატესობა შეინარჩუნა.

ამრიგად, 28 ოქტომბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ნამდვილი კლასიკა იქნება სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის, ხოლო ერთი დღით ადრე მესამე ადგილისთვის ინგლისი და არგენტინა გაეჯიბრებიან.

ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 15:16 (12:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127184