ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლოა მორის სტეინი დაითხოვონ. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.
როგორც იტალიელი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობა სიტუაციას აფასებს და გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს. დიდი შანსია, სტეინი გაათავისუფლონ, რადგან „აიაქსს“ 24 აგვისტოს შემდეგ თამაში არ მოუგია.
შედეგად, „აიაქსი“ ერედივიზიონში გასავარდნ ზონაშია და დრამატულ სიტუაციაში. მორის სტეინმა ამსტერდამული კლუბი მიმდინარე წელს, სეზონის წინ ჩაიბარა, მაგრამ როგორც ჩანს, „აიაქსს“ მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება.