ფეხბურთი

15:59 | 20.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსში" მწვრთნელის გათავისუფლებას აპირებენ

ამსტერდამის „აიაქსიდან“ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი დაითხოვონ. Voetbal International-ის ცნობით, კლუბის სპორტულ დირექტორ სვენ მისლიტანტს მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.

სტეინის ბედი მიმდინარე კვირაში გაირკვევა, „მარსელთან“ და „ფეიენოორდთან“ მატჩების შედეგად. ცნობილია, რომ სპორტულ დირექტორს მწვრთნელმა ზაფხულში ტრანსფერები დაუწუნა, ის მოხიბლული არ დარჩენილა არც გიორგი მიქაუტაძის შეძენით, ამიტომაც, მხარეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

ყველაფერს ისიც ემატება, რომ „აიაქსი“ კატასტროფულად თამაშობს, როგორც ხარისხობრივად, შედეგის თვალსაზრისით და ბუნებრივია, რომ მწვრთნელის მომავალი ეჭვქვეშ დადგა.

0.114939