ფეხბურთი

20:23 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ „ფულემი“ გაანადგურა, ჰოლანდმა ჰეთ-თრიქი მიითვალა

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში, „მანჩესტერ სიტიმ“ „ფულემს“ ანგარიშით 5:1 მოუგო.

„ქალაქელები“ 31-ე წუთზე ხულიან ალვარესის გოლის წყალობით დაწინაურდნენ. თუმცა, ორი წუთის შემდეგ ფულემელმა მცველმა, ტიმ რომმა გაათანაბრა. პირველი ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე, ნათან აკემ ისევ წინ გაიყვანა მასპინძლები.

მეორე ტაიმში კი მანჩესტერელთა „მხეცის,“ ერლინგ ჰალანდის ჯერი დადგა - ნორვეგიელმა ჰეთ-თრიქი მიითვალა საბოლოო შედეგი - 5:1 დააფიქსირა.

„სიტი“ ასპროცენტიანი შედეგით (4 მატჩი, 12 ქულა) პრემიერლიგაში ლიდერობას აგრძელებს. „ფულემმა“ კი თავის მხრივ, ოთხი ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზეა.

0.118015