ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.
აბუაშვილი, რომელიც აქამდე „პორტუს“ მეორე გუნდში ირიცხებოდა, თუმცა დიდი სათამაშო პრაქტიკა ხშირად არ ეძლეოდა, „პეტროლულში“ გადავიდა. ფეხბურთელმა კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდთან ერთად ემზადება.
„პეტროლული“ რუმინეთის ჩემპიონატში ამჟამად მეოთხე ადგილზეა და უახლოეს შეხვედრას 1-ელ სექტემბერს, „ოცელულთან“ ჩაატარებს.