ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლშია და უახლოეს მომავალში „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება, რათა კონტრაქტის განახლების საკითხი განიხილონ. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.
მთავარი მიზანია ხელფასის ოდენობის კორექტირება მოხდეს, რომელიც ახლა მაღალი ნამდვილად არ არის. მეტიც, ხვიჩა „ნაპოლის“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლის“ დღეს „სასუოლოს“ დაუპირისპირდება, ხვიჩა კვარაცხელია კი, მიმდინარე სეზონში პირველ შეხვედრას ჩაატარებს.