ლონდონის „ჩელსი“ „საუთჰემპტონის“ ნახევარმცველის, რომეო ლავიას ტრანსფერზე შეთანხმდა.
19 წლის ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. „საუთჰემპტონი“ ნიჭიერ ბელგიელში 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ლავიას ტრანსფერზე "ლივერპული" მუშაობდა და ახლოს იყო ტრანსფერთან, მაგრამ როგორც მოისეს კაისედოს შემთხევაში, გამარჯვებული საბოლოოდ "ჩელსი" გამოვიდა. ასე რომ, "არისტოკრატებმა" "წითლებს" ბოლო დღეებში მეორე ფეხბურთელისთვის ბრძოლაში აჯობეს.
რომელო ლავიამ გასულ სეზონში 34 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. მას ბელგიის ნაკრებში ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.