იტალიის თასის 1/32 ფინალში „ფროზინონემ“ „პიზა“ 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, გიორგი კვერნაძემ კი 66-ე წუთიდან ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. ქართველი ფეხბურთელის თამაში იტალიურმა მედიამაც მაღალი ქულებით შეაფასა.
Tuttofrosinone 7 ქულა: „თამაშში კარგად შევიდა, რამდენიმე საინტერესო ხრიკით გამოირჩა. ქართველი იტალიის და „სტადიო ბენიტო სტირპეს“ ნდობის მოპოვებას იწყებს. რამდენჯერმე მოახერხა საფრთხის შექმნა და გოლთანაც ახლოს იყო“.
Tuttomercatoweb 6.5 ქულა: „კარგი ეფექტი მოახდინა, მეტოქეს ატყუებს და კარში იოლად ურტყამს“.
„ფროზინონეს“ მომდევნო მატჩი 19 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში შინ „ნაპოლისთან“ ელოდება, ხოლო იტალიის თასის 1/16 ფინალში „ტორინოს“ ან „ფერალპიზალოს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე „ფროზინონეს“ ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.