ფეხბურთი

20:09 | 7.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მწვრთნელი: "საზონოვის ტრანსფერი? ვნახოთ, რა იქნება, მიხარია, რომ კარგად ითამაშა"

მოსკოვის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ საბა საზონოვზე ისაუბრა, რომელმაც სეზონში პირველი თამაში „ზენიტის“ წინააღმდეგ მოგებულ მატჩში ჩაატარა.

„საბას მიკროტრავმა ჰქონდა, ინდივიდუალურად მუშაობდა. ის ჩვენთან ხუთშაბათს დაბრუნდა, პარასკევს ივარჯიშა გუნდთან ერთად 100%-ით. ამ თამაშზე შეიძლება ითქვას, რომ ტურისტად წამოვიყვანეთ, რადგან ვგეგმავდით ის „კრასნოდართან“ მატჩისთვის მოგვემზადებინა. თუმცა, მინდოდა მეტოქის შეცვლებზე მეპასუხა, იმიტომ, რომ ჩვენზე ზეწოლა იყო, მაღალი პასებით, საბრძოლო სიტუაციებით, კუთხურებით, ფლანგებიდან მეტი პასი კეთდებოდა. ასეთ სიტუაციაში საბას შეუძლია, რომ დაგვეხმაროს და ეს კარგად გააკეთა. ძალიან მიხარია, რომ თითქმის 45 წუთი უპრობლემოდ ჩაატარა და კარგად ითამაშა. ვიცი, რომ „ლიონზე“, „გალათასარაიზე“, „ლაციოზე“ საუბრობენ, მაგრამ რა იქნება ხვალ - ვნახოთ, გამოჩნდება“, - თქვა ლიჩკამ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „ლიონი“ მასში 3-4 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თუმცა, ჯერჯერობით, ტრანსფერი არ განხორციელებულა.

0.120253