ფეხბურთი

15:37 | 5.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ დღესაც დარბაზში და ინდივიდუალურად ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს და 6 აგვისტოს, „აუგსბურგთან“ ამხანაგურ მატჩში დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს.

ქართველ ფეხბურთელს მარცხენა მუხლი აქვს დაზიანებული, რის გამოც დღეს მხოლოდ სპორტდარბაზში, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშით შემოიფარგლა. ჯერჯერობით, ისევ უცნობია, ზუსტად როდის დაუბრუნდება ხვიჩა მოედანს.

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი ზუსტად ორ კვირაში დაიწყება, „ნაპოლი“ 19 აგვისტოს, პირველ ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ სტუმრად შეხვდება.

0.122883