ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანი“ ბოსნიურ „ჟრინსკის“ უმასპინძლებს, რომლის წინააღმდეგ სტუმრად 1:0 მოიგო.
ეს გუნდები შარშანაც შეხვდნენ, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში და მაშინ სლოვაკებმა პენალტების სერიით გაიმარჯვებს. ხვალინდელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გურამ კაშიამ ისაუბრა, რომელიც იმედოვნებს, რომ ამჯერად გულშემატკივარს სანერვიულო ნაკლებად ექნებათ და „სლოვანი“ მომდევნო ეტაპზე ძირითად დროში გავა.
„მესამე სეზონია „სლოვანში“ ვარ და ყოველ წელს გულშემატკივართა დასწრების მხრივ უკეთესი სიტუაციაა. მოუთმენლად ველოდები ხვალინდელ მატჩს და ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერას. მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის.
მჯერა, რომ ხვალინდელი დღე გულშემატკივრებისთვის ისეთი სანერვიულო არ იქნება, როგორც შარშანდელი იყო. ასე რომ იყოს, პირველივე წუთიდან კონცენტრირებული უნდა ვითამაშოთ. უფრო მშვიდად ვისურვებ მომდევნო ეტაპზე გასვლას“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა ავტომატურად ნიშნავს მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრას.