ფეხბურთი

15:23 | 8.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ჯოვანი დი ლორენცოს შემცვლელი იპოვა

„ნაპოლი“ „ვერონას“ კაპიტნის, დავიდე ფარაონის ტრანსფერთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელის გაშვებაზე ვერონელებმა თანხმობა განაცხადეს.

ფარაონი „ნაპოლიში“ ჯოვანი დი ლორენცოს დუბლიორად სურთ. „აძურის“ კაპიტანმა გასული სეზონი ისე ჩაატარა, რომ მის პოზიციაზე არც კონკურენტი ჰყოლია და არც შემცვლელი. შესაბამისად, აურელიო დე ლაურენტისი ახლა ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს.

დავიდე ფარაონი „ვერონაში“ 2018 წლიდან თამაშობს და 144 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი არაერთ გუნდში ირიცხებოდა, მათ შორის, „ინტერში“, „უდინეზესა“ და „უოტფორდში“.

0.113673