ფეხბურთი

12:48 | 5.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად იმუშავებს

ბრაზილიის ნაკრებს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს. ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

თუმცა, იტალიელი მუშაობას 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყებს, როდესაც „სელესაო“ კოპა ამერიკაზე ითამაშებს და გუნდს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

კარლო ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში მეოთხე უცხოელი მწვრთნელია და პირველი 1965 წლის შემდეგ. მომდევნო სეზონს ანჩელოტი მადრიდის „რეალში“ გაატარებს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

კარლო ანჩელოტის სანაკრებო ფეხბურთში მთავარ მწვრთნელად არასდროს უმუშავია, თუმცა 1992-1995 წლებში იტალიის ნაკრებში არიგო საკის ასისტენტი იყო. საკლუბო დონეზე ის „პარმას“, „იუვენტუსს“, „მილანს“, „ჩელსის“, პსჟ-ს, „ბაიერნს“, „ნაპოლის“, „ევერტონსა“ და „რეალს“ ავარჯიშებდა.

0.56117