მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი სავარაუდოდ, ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს. Globo TV-ის ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ მწვრთნელთან და „რეალთან“ შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია.
ფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი ინფორმაციას სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს დაადასტურებს. თუმცა, ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში მუშაობას მხოლოდ იანვრიდან ან „რეალთან“ კონტრაქტი ამოწურვის, 2024 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.
მოგეხსენებათ, ტიტეს გადადგომის შემდეგ ბრაზილიის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა და ისინი აქტიურად მუშაობენ ანჩელოტის დანიშვნაზე. როგორც ჩანს, მიზანსაც მიაღწიეს.
კარლო ანჩელოტის სანაკრებო ფეხბურთში მთავარ მწვრთნელად არასდროს უმუშავია, თუმცა 1992-1995 წლებში იტალიის ნაკრებში არიგო საკის ასისტენტი იყო.